ფეხბურთი

20:59 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოუ: “მანჩესტერი” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლუკ შოუ მიიჩნევს, რომ მისი გუნდი, რთულ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

“რა თქმა უნდა, “მანჩესტერი” საჩემპიონო ბრძოლაში რჩება. სეზონი გრძელია და არავინ იცის, რა მოხდება ჩემპიონატის შუაში.

წინ რთული მატჩები გველის, მაგრამ ვიცით, რომ დადებითი შედეგების ჩვენება შეგვიძლია.” – აცხადებს შოუ.

პრემიერლიგის 9 ტურის შემდეგ, “მანჩესტერი” მე-8 ადგილზეა და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

0.116829