ფეხბურთი

19:35 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” ნასრი უბრუნდება

“მანჩესტერ სიტის” ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი გამოჯანმრთელდა და ის მოედანზე გასასვლელად მზადაა.

27 წლის შუახაზელმა საზარდული 17 სექტემბერს დაიზიანა და მას ოპერაცია დასჭირდა. BBC-ს ცნობით, ნასრიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და მწვრთნელმა ის “ნიუკასლთან” თასზე გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

სამირ ნასრიმ, მიმდინარე სეზონში, 6 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113162