ტურინის “იუვნტუსის” მთავარმა მწვრნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, კარლოს ტევესს დასვენების საშუალება მისცეს.
არგენტინელმა თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, 10 თამაში ჩაატარა და 8 გოლის გარდა თავი 3 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.
“ტევესმა, კვირას, კარგი თამაში ჩაატარა. მის ფიზიკურ მდგომარეობას დღეს შევაფასებ. თუ ვინმე დაიღალა, მას სხვა მოთამაშით შევცვლით. შეტევისა და ნახევარდაცვის ხაზებში დიდი არჩევანი მაქვს, რასაც დაცვაზე ვერ ვიტყვი.” – აცხადებს ალეგრი “ჯენოასთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ.