ფეხბურთი

18:41 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ლასანა დიარას კონტრაქტს სთავაზობს

29 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისურ “ტოტენჰემში” განაგრძოს.

L’Equipe-ს ცნობით, ლონდონელებმა დიარას კონტრაქტი უკვე შესთავაზეს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

ლასანა დიარა, რომელსაც “ჩელსიში”, “არსენალსა” და “რეალში” უთამაშია, მოსკოვის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ, თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116539