ფეხბურთი

18:26 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინიო თავისი ყოფილი შეგირდით დაინტერესდა

ლონდონის “ტოტენჰემი” ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას გეგმავს. “დეზების” მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინიოს იანვარში საკუთარ გუნდში “საუთჰემპტონის 25 წლის ფორვარდის ჯეი როდრიგესის ხილვა სურს.

აღსანიშნავია, რომ პოჩეტინიო როდრიგესს “საუთჰემპტონში” უკვე წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემი” არადამაჯერებლად ასპარეზობს. პრემიერლიგაში 9 თამაშში მოპოვებული 11 ქულით ლონდონელები მხოლოდ მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111609