პორტუგალიური “პორტუს” და ალჟირის ნაკრების ნახევარმცველი იასინ ბრაჰიმი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა იტალიის სერია A-ში.
ფეხბურთელის თქმით, იტალიაში ბევრი მეგობარი ჰყავს და იქაური კლუბებიც მის გემოვნებას აკმაყოფილებენ.
“იტალიაში ნამდვილი მეგობრები მყავს, მაგალითად, ფაუზი გულამი. სერია A-ში 3-4 დიდი გუნდია და თუ შემოთავაზება მექნება, სიამოვნებით წავალ. მაგრამ იქამდე ჯერ ადრეა, რადგან “პორტუში” ეს-ესაა ჩავირიცხე”, - განუცხადა ბრაჰიმმა “ექტრა-ტაიმს”.
იასინ ბრაჰიმი პორტუგალიურ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც ადვილად მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგაში ბელორუსიის “ბატეს” წინააღმდეგ კი ჰეთ-თრიქიც შეასრულა.