პოლონეთისა და ლიხტენშტეინის მატჩს მცირე რაოდენობის გულშემატკივარი ესწრებოდა. გასათვალისიწინებელია ისიც, რომ საკმაოდ ციოდა და მზემ მხოლოდ შესვენებისას გამოანათა.
პოლონელთა შემადგენლობაში რამდენიმე საინტერესო მოთამაშის გამორჩევა შეიძლება. მეკარე იანკოვსკი გერმანული “ჰოფენჰაიმის” 17-წლამდე გუნდში ირიცხება. ბლაშჩიკოვსი-ლევანდოვსკის გზას ადგას მატეუს ოსტაზევსკი - დორტმუნის “ბორუსიას” 17-წლამდე გუნდის ნახევარმცველი. გასული ზაფხულიდან მოყოლებული ლონდონის “ჩელსის” ასაკობრივ გუნდში გამოდის ჰუბერტ ადამჩუკი.
მეკარე იანკოვსკის ესტონეთთან მატჩში არ უთამაშია, ხოლო დღეს მხოლოდ პოლონეთი უტევდა და ჰოფენჰაიმელის საქმეში ნახვა ვერ მოვახერხეთ. დორტმუნდელი ოსტაზევსკი სწრაფი ფეხბურთელია, მცველების წინ მოქმედებს და ორივე ტურში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო პოლონელთა ათიანი ადამჩუკი აზროვნებით გამოირჩევა, მახვილგონივრული პასების გაკეთება გამოსდის.
მატჩმა პოლონელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა. დამარცხებულთაგან ერთი მოთამაშის გამორჩევაც ძნელია, მიხაელ კოლერის გუნდის ერთადერთ პლუსად დაცვაში მწყობრი თამაში უნდა მივიჩნიოთ იქამდე ვიდრე გოლს გაუშვებდნენ და საერთოდაც პირველი ტაიმი ლიხტენშტეინის მცველებმა ცუდად არ ჩაატარეს.
როცა მუდმივად გიტევენ, ძნელია უშეცდომოდ ითამაშო. გოლამდე ლიხტენშტეინის ბურთი მეტოქის ნახევარზეც ვერ გადაჰქონდა. გოლის შემდეგ იყო ერთი ეპიზოდი - ბენილუქსელებმა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა იმდენად სუსტად შეასრულეს, რაიმე საგოლე მომენტზე საუბარი ზედმეტია.
დუბლის ავტორი ბელიკი მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ტანის ჩადგმა და საჰაერო ორთაბრძოლების მოგება კარგად გამოსდიოდა. მისმა აქტიურობამ დიდ წილად განაპირობა გამარჯვება. ბელიკის აქტიურობას მოჰყვა პირველი გოლი და სტადიონის დიქტორმა ავტოგოლის ნაცვლად პოლონელის გოლი გვამცნო, თუმცა უეფას ოფიციალური საიტის მონაცემებით ანგარიში სიმანის ავტოგოლით გაიხსნა.
სტადიონის დიქტორი ბელიკის გოლის შემდეგ შესაძლოა წავიდა კიდეც, რადგან მისი ხმა აღარ გაგვიგია. ოზვიაკისა და ვოიტკოვსკის გოლების გარდა არც ცვლილებები გამოუცხადებია. უკვე მერამდენე შეხვედრაა, 19-წლამდე შესარჩევი ციკლის მსგავსად, 17-წლამდე შესარჩევ ციკლშიც სტადიონის დიქტორი არასტაბილურობით გამოირჩევა და ორგანიზების ელემენტარული ნორმები დარღვეულია.
ოზვიაკისა და ვოიტკოვკის გოლები ფორმალური ხასიათის იყო, რადგან 2:0-ის შემდეგ წინააღმდეგობა ლიხტენშტეინის მხრიდან მინიმუმადე დავიდა.
პოლონეთმა დამსახურებულად მოიპოვა ელიტრაუნდში მონაწილეობის უფლება. მესამე ტურში გოჩა ტყებუჩავას მოთამაშეებს რთული მატჩი ელით.
პოლონეთი – ლიხტენშტეინი 4:0 (1:0)
თბილისი, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი, 30 მაყურებელი
პოლონეთი: იანკოვსკი, ჰოლონია, ზიეკიოლი, ოსტაშევსკი, ლისტკოვსკი (მისტკოვსკი 41), ადამჩუკი (პრუსაზუკი 66), ვოიტკოვსკი, სპიჩალა, ბელიკი, ჩრზანოვსკი, კაზმარჩიკი, (იოზვიაკი 41)
მთავარი მწვრთნელი: რობერტ ვოიციკი
ლიხტენშტეინი: მაიერი, კუპერ ქუადერერი, სპირიგი, სიმანი, მიკუსი, ელიას ქუადერერი, მეიერი, ფრიკი (ტშუპი 67), გრუნენფელდერი, კოლერი (ბუჩელი 71), ჰაძიპასიჩი (მარქსერი 61)
მთავარი მწვრთნელი: მიხაელ კოლერი
გოლები: 1:0 სიმანი (ავტოგოლი 26), 2:0 ბელიკი (43), 3:0 ოზვიაკი (60), 4:0 ვოიტკოვსკი (თერთმეტმეტრიანი, 80+2)
მთავარი მსაჯი: ტვეტან კრასცევი (ბელარუსი)
ასისტენტები: ალექსანდრ ატანასოვი (ბელარუსი), დავით ჩიგოგიძე (საქართველო)
მეოთხე მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (საქართველო)
1. | პოლონეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 8:0 | 6 | |
2. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
3. | ესტონეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:6 | 0 | |
4. | ლიხტენშტეინი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:7 | 0 |