საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
"მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა პირველი გოლი 31-ე წუთზე კაიტისგან გაუშვა, ხოლო 53-ე წუთზე ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი არაბიძემ ანგარიში საყაიმო გახადა - 1:1. მატჩის დარჩენილ დროში პატარა "ჯვაროსნები" ბევრ ეცადნენ და დაწინაურება 79-ე წუთზე ნიკა ნინუას გოლის წყალობით მოახერხეს.
ამ ეტაპისთვის საქართველო ჯგუფში 6 ქულით ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ პოლონეთს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასაკობრივმა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, რადგან უახლოეს მდევარ ესტონეთს და ლიხტენშტეინის გუნდებს 6 ქულით უსწრებს.
17-წლამდელები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მესამე შეხვედრას ჯგუფის ლიდერთან პოლონეთის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს 15:00 საათზე გამართავს.
1. | პოლონეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 8:0 | 6 | |
2. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
3. | ესტონეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:6 | 0 | |
4. | ლიხტენშტეინი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:7 | 0 |