ფეხბურთი

16:20 | 28.10.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ტორესს ნაკრებში დაბრუნება უნდა

იტალიური “მილანის” ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ტორესი იტალიელ ჟურნალისტებს გაესაუბრა. ფეხბურთელმა თავის მომავალ მიზნებზე და “მილანზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაა.

“აქ დროის გასაყვანად არ ჩამოვსულვარ. ჩვენ გვყავს ძალიან ამბიციური მწვრთნელი და ის ძალზე კარგად უდგება საქმეს. მას სურს, რომ “მილანს” ძველი დიდება დაუბრუნოს. ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდისთვის და ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად”, - განაცხადა ტორესმა.

ფერნანდო ტორესი “როსონერიში” წლეულს ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა. სერია A-ში ჩატარებულ 6 თამაშში კი ერთი გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:17 | 20.08.2016
sabonis (9584)

ჩვენების თამაში რატი ჩაიშალა რუმინეთთან?

15:07 | 20.08.2016
Kala94 (6114)

მონტენეგრო მონტენეგრო ! ჩინეთის მაგივრად კიტაი დაწერეთ მაშინ და საბერძნეთის მაგივრად გრეცია !

15:39 | 20.08.2016
MatsSundin (1595)

არ ხარ მართალი ძმა, ეგ რუსულად კი არა - თვითდასახელებაა. მონტენეგრო ვერანაერად იქნება სლავური სახელი,თავადაც მიხვდები. საქართველო ჯორჯია ხო არაა?))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06438