ფეხბურთი

15:45 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები მინიმალური ანგარიშით მარცხდებიან

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდები პირველი ნახევარის შემდეგ ბალტიისპირელ თანატოლებთან ანგარიშით 0:1 მარცხდებიან. პირველ 40 წუთში ერთადერთ გოლი ესტონელთა მხრიდან კაიტმა 31-ე წუთზე გაიტანა.

საქართველოს ჯგუფში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო პოლონეთმა. სლავებმა "მიხეილ მესხი 2-ზე" ლიხტენშტეინი 4:0 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა.

0.131811