იტალიური “ნაპოლის” ესპანელ ნახევარმცველ ხოსე მარია კალეხონს ლეგენდარული დიეგო მარადონას რეკორდის გამეორებამდე ერთი თამაში და ერთი გოლი აკლია.
1987-1988 წლების სეზონში მარადონამ “ნაპოლის” რიგებში ზედიზედ 6 შეხვედრაში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი. კალეხონი კი ახლა მიჯრით 5 მატჩია მინდორს უგოლოდ არ ტოვებს.
კალეხონს რეკორდის გამეორების შანსი ხვალ ექნება, როცა ნეაპოლელები “ატალანტას” დაუპირისპირდებიან.
მიმდინარე სეზონშო ესპანელ ფეხბურთელს სერია ა-ში 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.