საქართველოს 17-წლამდე ასაკის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს დღეს 15:00 საათზე "მიხეილ მესხზე" ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.
მეორე ჯგუფში პირველი მატჩი ესტონელებმა პოლონეთთან 0:4 წააგეს, ხოლო საქართველოს ლიხტენშტეინს დამაჯერებლად 3:0 მოუგო.
გოჩა ტყებუჩავას და ლარს ჰოპის გუნდების სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება.
ესტონეთი: ნიომი, ნიილოპი, კანელი, ვილოტა, კანტერი, ლიპი, მუტსო, მიჰაილოვი, კაიტი, ვაინუმაი, ლეპიკი.
საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი, ნინუა, არველაძე, ლეჟავა, ბუღრიძე, არაბიძე.