დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გერმანულ მედიას “სანქტ-პაულისთან” სათასო მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ესაუბრა.
კლოპის განცხადებით, მისმა გუნდმა თამაში აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს და ამის გაკეთება “სანქტ-პაულისთან” თამაშიდან უნდა დაიწყოს.
“თამაშის ხარისხს უნდა მოვუმატოთ და ეს შედეგში უნდა ავსახოთ. იმედია ყველაფერი დღევანდელი მატჩიდან დაიწყება”, - განაცხადა კლოპმა.
“დორტმუნდი” გერმანიის ბუნდესლიგაში წარუმატებლად ასპარეზობს. 9 ტურის შემდეგ კლოპის გუნდი 7 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა და ბოლო 4 შეხვედრა სულაც წააგო.
დღეს, გერმანიის თასზე “დორტმუნდი” “სანქტ-პაულს” ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.