ფეხბურთი

13:16 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინომ ტევესი ნაკრებში დააბრუნა
არგენტინა - პორტუგალია: მესი რონალდუს წინააღმდეგ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ხორვატისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ბოლოდროინდელი მითქმა-მოთქმის შემდეგ, არგენტინის გულშემატკივართა სასიხარულოდ მარტინო ნაკრებში სამწლიანი პაუზის შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კარლოს ტევესი დააბრუნა.

არგენტინელმა სპეციალისტმა გაფართოებულ შემადგენლობაში "მანჩესტერ სიტის" მეკარე ვილი კაბალიერო და ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი ფედერიკო ფაციო შეიყვანა. ფაციოს აქამდე "ალბისელესტეს" რიგებში ორი მატჩი ჩაუტარებია, ხოლო კაბალიერო ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს. აღნიშნული ფეხბურთელები ალეხანდრო საბელია მუნდიალზე არ ახლდნენ.

არგენტინელები 12 ნოემბერს ლონდონში "აპტონ პარკზე" ხორვატიას დაუპირისპირდებიან, ხოლო ექვსი დღის შემდეგ ურთიერთობას პორტუგალიასთან მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდზე" გაარკვევენ. საინტერესოა, რომ ერთი თვის განმავლობაში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან, ამჟერად სანაკრებო დონეზე.

ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხერარდო მარტინოს გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო ("სამპდორია", იტალია), იგნასიო გუზმანი ("ტიგრესი", მექსიკა), ვილი კაბალიერო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი)

მცველები: ფაკუნდო რონკალია ("ჯენოა", იტალია) ნიკოლას ოტამენდი ("ვალენსია", ესპანეთი), კრისტიან ანსალდი (მადრიდის "ატლეტიკო", ესპანეთი) მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მარტინ დემიკელისი, პაბლო ზაბალეტა (ორივე "მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ფედერიკო ფაციო (ლონდინის "ტოტენჰემი", ინგლისი), ფედერიკო ფერნანდესი ("სუონსი", ინგლისი), ეზეკიელ გარაი ("ზენიტი", რუსეთი)

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა ("სევილია", ესპანეთი) ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", ესპანეთი), ლუკას ბილია ("ლაციო", იტალია), ანხელ დი მარია ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ერიკ ლამელა ("ტოტენჰემი", ინგლისი), რობერტო პერეირა ("იუვენტუსი", იტალია), ენცო პერესი, ნიკოლას გაიტანი (ორივე "ბენფიკა", პორტუგალია), ხავიერ პასტორე (პსჟ, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: კარლოს ტევესი (ტურინის "იუვენტუსი", იტალია) ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), გონსალო იგუაინი ("ნაპოლი", იტალია), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი)

0.114715