ფეხბურთი

13:12 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

2014 წლის საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატები ცნობილია

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე 10 სპეციალისტი წარადგინა. აღნიშნულ ნომინაციაში მოხვდა იურგენ კლინსმანი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა.

საუკეთესო მწვრთნელის დაჯილდოების ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს გაიმართება. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

კარლო ანჩელოტი (მადრიდის "რეალი", იტალია)

ანტონიო კონტე (ტურინის "იუვენტუსი", ამჟამად იტალიის ეროვნული ნაკრები, იტალია)

პეპ გვარდიოლა (მიუნხენის "ბაიერნი", ესპანეთი)

იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ეროვნული ნაკრები, გერმანია)

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ეროვნული ნაკრები, გერმანია)

ჟოზე მოურინიო (ლონდონის "ჩელსი", პორტუგალია)

მანუელ პელეგრინი ("მანჩესტერ სიტი", ჩილე)

ალეხანდრო საბელია (არგენტინის ეროვნული ნაკრები, არგენტინა)

დიეგო სიმეონე (მადრიდის "ატლეტიკო", არგენტინა)

ლუის ვან გალი (ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები, ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედი")

გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დაასახელეს. აღნიშნული ნომინაცია ახალია და ფიფამ საუკეთესო სპეციალისტს მეხუთედ გამოავლენს. წინა წლებში საუკეთესონი ჟოზე მოურინიო (2010), პეპ გვარდიოლა (2011), ვისენტე დელ ბოსკე (2012) გახდნენ.

0.115459