“ოქრის” რცხვენია და თავს დამნაშავედ გრძნობს”, - განაცხადა ინტერნეტპორტალ hbvl.be-სთან საუბარში “გენკის” სპორტულმა დირექტორმა გიუნტერ ჯეიკობმა, რომელიც გასულ კვირაში თორნიკე ოქრიაშვილის სანახავად თბილისში იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ბელგიაში დედასთან, ძმასთან, და ცოლ-შვილთან ერთად ჩავა.
“საქართველოში ვნახე მოთამაშე, რომელსაც რცხვენია და თავს დამნაშავედ გრძნობს. ის ფაქტი, რომ მის სანახავად თბილისში ჩავედი, ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. გენკში გატარებული ბოლო თვეები მისთვის ძნელი აღმოჩნდა. იგი იქ ოჯახის გარეშე იმყოფებოდა. ახლა მისი ოჯახი გენკში იქნება და ის გვირაბის ბოლოს სინათლეს კვლავ ხედავს”, - თქვა ჯეიკობმა, რომელსაც სჯერა, რომ “ოქრი” ჭეშმარიტების გზას კვლავ დაადგება.