სხვა

2:01 | 28.10.2014 | ნანახია 2313 - ჯერ

ტოჩინოშინის დიდი ნახტომი

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს ბოლოდროინდელი ჩინებული გარჯა დაუფასდა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა გორგაძემ მძიმე ტრავმის გადატანის შემდეგ, მიჯრით ოთხ ბაშოზე იმარჯვა (2-ჯერ რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში, 2-ჯერ კი – მე-2 ძურიოში) და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნდა.

მეტიც, 27 წლის ქართველი სუმოისტი მყის აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა გახდა, ამგვარად, თუკი წარმატებული ასპარეზობა გააგრძელა, მალე სანიაკუსაც (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) მიუახლოვდება.

განახლებულ ბანძუკეში (რეიტინგი) მაკუუჩიში ვერ ვიხილავთ ქართველ გოლიათ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს ძურიოს მე-5 ნომრის წოდება მიენიჭა და მომავალ ბაშოზე კვლავ ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლა მოუწევს.

სასწაული პროგრესი აქვს 21 წლის მონღოლ ალტანჰოიაგიინ იჩინოროვას იგივე იჩინოჯოს, რომელსაც პროფესიულ სუმოში მხოლოდ 5 ტურნირი აქვს ჩატარებული და უკვე მე-3 იერარქიულ საფეხურს (სეკივაკე) უწია. სეკივაკე გახდა 28 წლის ბულგარელი აოიამაც (დანიელ ივანოვი), რომელმაც რიკიშის კარიერა 2009 წელს დაიწყო.

ბანძუკეს სათავეში იოკოძუნები – ჰაკუჰო, კაკურიუ და ჰარუმაფუჯი და ოძეკები – კოტოშოგიკუ, კისენოსატო და გოეიდო რჩებიან, კომუსუბის ტიტულით კი პირველად გაირჯება ოსაკას პრეფექტურის 28 წლის მკვიდრი იკიოი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 9-23 ნოემბერს შედგება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:31 | 31.10.2014
penomena (1374)

მიაწექი ტოჩი მინიმუმ 10 უნდა მოიგო თუ რამის მიღწევა გინდა

22:02 | 28.10.2014
ogafa (10220)

ყოჩაღ

20:22 | 28.10.2014
ალექსანდრე (6188)

პროგნოზებში დაახლოებით მე-10 ნომრობას უწინასწარმეტყველებდნენ. კომუსუბი კი იყო ტოჩი ადრე და ვნახოთ, ჩემი აზრით უფრო წინ უნდა წავიდეს და მინიმუმ ოძეკი უნდა გახდეს. ამას 3-4 ბაშო ალბათ დასჭირდება.

14:51 | 31.10.2014
Linkin Park (302)

3 ბასო მინიმუმ ოზეკზე რო ახვიდა მარტო მაგას უნდა თან სეკივაკეს. ანუ ბოლო 45 შეხვედრაში 33 უნდა მოიგოს სეკივაკემ რო ოძეკი გახდეს. ხოლო ტოჩი კი მე8 მაეგაშირაა და თუ ტემპს შეინარჩუნებს მაგ ამბავს 10 ბაშო მაინც დაჭირდება

18:13 | 28.10.2014
fotoni2 (607)

ღმერთმა ქნას მეხუთე ბაშოც მოეგოს ზედიზედ

20:24 | 28.10.2014
ალექსანდრე (6188)

კი მაგრამ ეხლა უმაღლეს დივიზიონშია და მანდ მგლები არიან. 10 შეხვედრა კი უნდა მოიგოს წესით.

13:06 | 28.10.2014
kelbo (7279)

ტოჩის კიდე ვულოცავ და იმედია არ დააგდებს ტემპს, 27 წლისაა და ახლა ძალების დაზოგვაზე ფიქრი ზედმეტია, პოლნი ხოდით უნდა მიაწვეს და სადამდეც გაწვდება უნდა გაიქაჩოს

14:01 | 28.10.2014
BEERTRANCE (97819)

კი მაგის იმედი მაქვს რომ აკრეფილ ტემპს შეინარჩუნებს.

13:05 | 28.10.2014
kelbo (7279)

ვაა იჩინოჯო სეკივაკეზე გლიჯეს?
არ ველოდი ნამდვილად... თუ ტიპმა არ მოიგო ბაშო იმენა, ჰა-ჰა კომუსუბი მიცენ ხოლმე მაქსიმუმ... დაჟე ბებერმა კიოკტენჰომ რო მოიგო ამასწონათ, დაჟე კომუსუბიც კი არ მიცეს როჟას თუ სწორად მახსოვს მაეგაშირა 1-ზე დააყენეს...
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სხვა სუმოისტების შედეგებზეც არი დამოკიდებული მარა მაინც არ ველოდი
კაი ბატონო.... ვნახოთ აბა, აწი გამოჩნდება რისი მაქნისიცაა

11:25 | 28.10.2014
TeMuChInI!!! (40)

ასაკით თან არ არის ძაან დიდი. შეიძლება ტექნიკა უფრო დახვეწოს.. წარმატებები.

09:43 | 28.10.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია იანვარში ტოჩი გაიჩითება სანიაკუში

10:22 | 28.10.2014
bombei (248)

ტყუილად ვერჩოთი იაპონელებს, მშვენიერი წინსვლაა, ამდენს არ ველოდი, ალბათ არც შენ

10:51 | 28.10.2014
BEERTRANCE (97819)

არა ველოდი და პროგნოზებიც დაახლოებით ეგეთი იყო. უბრალოდ წინა ბაშოზე იყო უსაართლობა მის მიმართ, და ბევრი ელოდა რო სექტემბერის ბაშოს მერე უფრო მეტად უნდა დაწინაურებულიყო.

08:29 | 28.10.2014
miriani (2665)

Vaaa kargi ambavia namdvilad. Gmertma ase carmatebulad gataros levan, aba shen ici!

07:25 | 28.10.2014
iakudza (509)

კარგია წარმატებები ღმერთი შენსკენ!!!

0.123321