ჩოგბურთი

17:58 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარეის სასწაული ვალენსიაში

ბრიტანელმა ენდი მარეიმ Valencia Open-ის ტურნირი მოიგო. ენდიმ ფინალში რეიტინგის მე-17 ნომერი 32 წლის ესპანელი ტომი რობრედო უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა (3:6, 7:6, 7:6).

პირველ სეტში ესპანელმა 2 ბრეიკი შეასრულა და მატჩში დაწინაურდა. მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. სადაც რობრედოს 2 მატჩ-პოინტი ჰქონდა და ენდიმ ორივე გადაარჩინა. ტაი-ბრეიკი 9:7 მოიგო და სეტებში ანგარიში 1:1 გახადა. მესამე სეტში, ტომიმ 4:3 წაიყვანა ბრეიკით, თუმცა ბრიტანელმა უკუბრეიკი შეასრულა და 4:4 გახადა. ჩოგბურთელები საჩემპიონო ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ. რობრედოს სამი მატჩ-პოინტი ჰქოდნა და ისევ ვერ გამოიყენა, ესპანელი 8:7 იგებდა, ენდიმ ზედიზედ სამი ქულა აიღო და საჩემპიონო ტაი-ბრეიკი 10:8 მოიგო. ენდიმ Valencia Open-ის ტურნირი მეორედ მოიგო. ბრიტანელს ერთეულთა თანრიგში 31 ტიტული დაუგროვდა.

მატჩი 3 საათსა და 23 წუთს გრძელდებოდა. ენდიმ 5 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ტომიმ 3 ეისი მოაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა.

Valencia Open-ის საპრიზო ფონდი 551 800 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ენდი მარეი: “ვიცოდი რომ შესანიშნავი მატჩი იქნებოდა, გადამწყვეტ მომენტებში კარგად ვითამაშე. მიკვირს როგორ გავუძელი, მეც და ტომიც ძალიან დავიღალეთ. როცა ასე რთულად იგებ, შენი თავით უფრო კმაყოფილი ხარ”.

ტომი რობრედო: “ეს იყო ამაღელვებელი მატჩი და შეგეძლოთ სიამოვნება მიგეღოთ. სამწუხაროდ გამარჯვებული რამდენიმე ბურთმა გადაწყვიტა.”

მატჩის დარსულების შემდეგ რობრედომ ენდის შუა თითი უჩვენა, იხილეთ ვიდეო

მატჩის საუკეთესო მომენტები

0.128997