ფეხბურთი

17:47 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი” ანანიძის ტრანსფერის გამოსასყიდად მზადაა

რუსული გამოცემა “სოვეტსკის სპორტის” ინფორმაციით, შესაძლოა მოსკოვის “ლოკომოტივმა” თანაქალაქელი “სპარტაკისგან” ჯანო ანანიძე გამოისყიდოს. ამ სავარაუდო ტრანსფერის თემამ, “სპარტაკის” ყოფილ მეპატრონე ანდრეი ჩერვიჩენკოსთან ინტერვიუში გაიჟღერა.

“ლოკომოტივს” “სპარტაკიდან” ფორვარდ არტიომ ძიუბას შეძენა სურს და “სოვეტსკი სპორტის” ცნობით, თანახმაა ანანიძეც დაიმატოს. გასულ სეზონში, ძიუბამ და ანანიძემ “როსტოვში” კარგი ტანდემი ჩამოაყალიბეს, რომელიც მთელ რიგ მატჩებში ძალიან პროდუქტიულად მოქმედებდა. ამჟამად, “ლოკომოტივს” მიოდრაგ ბოჟოვიჩი წვრთნის, რომელიც წინა სეზონში როსტოვულ კლუბში მუშაობდა.

“სოვეტსკი სპორტი”: არსებობს ინფორმაცია, რომ “ლოკომოტივი” ძიუბას შესაძენად მზადაა და ასევე, თანახმაა ჯანო ანანიძის ტრანსფერიც გამოისყიდოს, რათა ძიუბა ახალ კლუბში მეგობართან ერთად გადავიდეს.

ანდრეი ჩერვიჩენკო: “ლოკოს” ახლა მაღალი დონის თავდამსხმელები სჭირდება ამ არაეფექტური უცხოელების ნაცვლად. ამჟამად იქ კარგი გუნდი ყალიბდება რუსი ბიჭებისგან. “ლოკომოტივისთვის” ეს ტოპ შენაძენი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩი ძიუბასაც იცნობს და ჯანოსაც, მათზე აქცენტს “როსტოვში” აკეთებდა. მის დასტაში ორი ტუზი აღმოჩნდება”.

ანანიძე დისციპლინის დარღვევისთვის მოსკოვის “სპარტაკის” დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. ის რუსეთის თასის 1/16-ფინალში სტუმრად “სმენასთან” სათამაშოდ არ გაფრინდა, რადგან სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდა.

0.124539