ფეხბურთი

17:10 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტას სამი კვირა გაუცდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალთან" ჩატარებულ შეხვედრაში მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და 71-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ ინიესტა მოედანზე გასვლას სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, ესპანელ ფეხბურთელს "ბლაუგრანას" რიგებში სამი მატჩი გაუცდება - ორი მომდევნო მატჩი პრიმერადივიზიონში, ხოლო ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" წინააღმდეგ.

ინიესტას ტრავმის გამო სანაკრებო შეხვედრების გამოტოვებაც მოუწევს. "ფურია როხა" 15 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს ძალებს ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114086