ფეხბურთი

16:55 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” რიდს აკვირდება

ლონდონის “არსენალი” “ვესტ ჰემის” ცენტრალურ მცველს, უინსტონ რიდს აკვირდება – იუწყება Daily Mail-ი.

არსენ ვენგერის გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და იანვარში მცველის დამატებას აუცილებლად საჭიროებს. რიდის ტრანსფერის შანსებს ისიც ზრდის, რომ ახალ ზელანდიელს “ჩაქუჩებთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

მიმდინარე სეზონში, 26 წლის მცველმა 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანa.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122356