ფეხბურთი

16:29 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი გახარებულია, თუმცა მომდევნო მატჩზე ფიქრობს

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი “ვილიარეალთან” მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ანდალუსიელები ვიეტოს გოლით აგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე დენის სუარესისა და ბაკას გოლებით უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს და ლა ლიგის თანალიდერი გახდნენ.

“ბედნიერი ვარ გამარჯვებით, თუმცა უნდა ვაღიარო ძალიან გაგვიჭირდა. “ვილიარეალი” ძლიერი მეტოქეა, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს.

ძალიან კარგია გამარჯვება, თუმცა ახლა ჩვენ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. შუა კვირაში ესპანეთის თასზე “საბადელს” ვხვდებით და ახლა ამ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ.

მოხარული ვარ ასეთი შედეგით. ეს ბევრი შრომის შედეგია. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან და იმსახურებენ გახარებას”, - განაცხადა ბასკმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ “სევილია” 9 ტურის შემდეგ 22 ქულით ქულით ლა ლიგის თანალიდერია. ემერის გუნდი “ბარსელონას” მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

თეგებიუნაი ემერი
0.125377