ჩოგბურთი

10:54 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “ბედმა გამიღიმა”

ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ როჯერ ფედერერი ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტი გახდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ნახევარფინალში თანამემამულე სტენ ვავრინკას 4:6, 7:5, 7:6 მოუგო, შეხვედრის მსვლელობისას კი მოწინააღმდეგის 4 მატჩ-პოინტი “ამოქაჩა”. მიმდინარე სეზონში ფედერერმა მესამედ მოახერხა მეტოქის მატჩ-პოინტების გაბათილება. წლეულს ამის გაკეთებს როჯერმა ჯერ აშშ-ის ღია პირველობაზე (გაელ მონფისთან) და შანხაიში (ლეონარდო მაიერთან) მოახერხა.

“საინტერესო პაექრობა გამოგვივიდა. სტენ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დიდწილად გამიმართლა. თუმცა, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი და ამჯერადაც საწადელს მივაღწიე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ფედერერმა ფინალში გასვლის შემდეგ.

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის გადამწყვეტი მატჩი დღეს 22 საათზე დაიწყება.

0.1131