მილანის "ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის შანს აძლევს. იმ შემთხვევაში თუ "ნერაძური" მომდევნო ორ შეხვედრაში დადებით შედეგს მიაღწევს, იტალიელი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს.
კვირას "ინტერმა" იტალიის ჩემპიონატში "ჩეზენა" სტუმრად იკარდის მიერ გატანილი პენალტის წყალობით დაამარცხა.
"ჩვენ მწვრთნელის პრობლემების ანალიზი გვმართებს. მომდევნო ორ შეხვედრაში შედეგს დავინახავთ და შესაბამისად მოვიქცევით. არ გვინდა სეზონის მიმდინარეობის დროს მწვრთნელო გამოვცვალოთ. ასე რომ, მაცარის შანსს ვაძლევთ." - განაცხადა ტოჰირმა.
მილანელები 29 ოქტომბერს, შინ, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წაუგებელ "სამპდორიას" დაუხვდებიან, ხოლო 1 ნოემბერს სტუმრად "პარმასთან" ითამაშებენ.