"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ "სან სიროზე" "ფიორენტინასთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის დაცვა მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო.
"შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ მოპოვებული ერთი ქულა იმ გუნდთან, რომელიც სეზონში მესამე ადგილს უმიზნებს, ცოტათი გამამხნევებელია. თანაბარი თამაში იყო, თუმცა ილიჩიჩის გოლის გამო უკმაყოფილოები ვართ. ორი მოგებით მოვდიოდით და მესამესთანაც ახლოს ვიყავით. ჩვენ კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ იქმნებოდა და ჩემი გუნდის დაცვა მიმდინარე სეზონში საუკეთესო გახლდათ. სეზონის სტარტამდე ვინმეს რომ ეთქვა "მილანი" ცხრილში "ნაპოლის", "ინტერის" და "ფიორენტინას" მაღლა იქნებაო, არავინ დაუჯერებდა." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
"როსონერის" და "იების" დაპირისპირებაში ანგარიში 25-ე წუთზე დე იონგმა გახსნა, ხოლო 64-ეზე ილიჩიჩმა კუადრადოს გადაცემით ანგარიში საყაიმო გახადა.