ფეხბურთი

12:46 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალდესი "მანჩესტერი" - "ჩელსის" მატჩს დაესწრო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა კვირას პრემიერლიგის მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ლონდონის "ჩელსის" შორის თვალი ტრიბუნიდან მიადევნა.

ესპანელი გოლკიპერი უკვე რახანია ინგლისში იმყოფება, ტრავმის და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ვარჯიშიც დაიწყო. ბრიტანული მედია კი იუწყება, რომ ვალდესის აგენტი და მისი სხვა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებს და მოლაპარაკება მიმდინარეობს. გასულ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ ვალდესი “მანჩესტერთან” კონტრაქტის გაფორმებისგან თავს იკავებს, რადგან სათადარიგო მეკარეობა არ სურს.

თავის მხრივ ესპანელ კიპერთან შეთანხმების იმედს არ კარგავს “იუნაიტედის” თავკაცი ლუის ვან გაალი, რომელიც ანდერს ლინდეგაარდს დავიდ დე ხეას სრულყოფილ შემცვლელად არ მოიაზრებს.

0.114334