ფეხბურთი

2:44 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში ორხელისუფლებიანობაა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მესამე დღე ძალიან საინტერესო გამოდგა და “სანჩეს პისხუანზე” გამართული შეხვედრის შემდგომ, ორხელისუფლებიანობა დამყარდა. “სევილიამ” “ვილიარეალი” მიიღო და უდაძაბულეს ბრძოლაში ბოლო წამებზე მოახერხა გამარჯვება, რითაც ქულებით “ბარსელონას” დაეწია და მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
შეხვედრის მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა. ცვლილებაზე შემოსულმა ორმა მოთამაშემ კანიმ და ვიეტომ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც არგენტინელის გოლი მოჰყვა. გაშვებულმა გოლმა “სევილია” ძალიან გამოაფხიზლა და შეიძლება ითქვას, უნაი ემერის გუნდმა სასწაული შეძლო, რომ ასეთი შეხვედრა თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. 88-ე წუთზე დენის სუარესმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 92-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსმა თავის საჯარიმოში ტრემულინასი წააქვია, რასაც პენალტი მოჰყვა, რომელიც კარლოს ბაკამ უნაკლოდ შეასრულა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

მადრიდულ დერბიში იმარჯვა “ატლეტიკომ”. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა “ხეტაფე” მარიო მანძუკიჩის გოლით დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ალექსისის გაძევების გამო მეტოქე ნახევარ საათზე მეტხანს კაცნაკლული იყო, “როხიბლანკომ” მეტის გატანა ვეღარ მოახერხა.

შესანიშნავად ითამაშა “მალაგამ” და უშანსოდ გაანადგურა “რაიო ვალეკანო”. 50-ე წუთისთვის ანდალუსიელები 4:0 იგებდნენ და ამის შემდეგ შეტევაში დიდად აღარ გამოუდიათ თავი.

ზედიზედ მეორე შეხვედრა არ წააგო “დეპორტივომ” და ამჯერადაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. ვიქტორ ფერნანდესის შეგირდები სტუმრად “ესპანიოლს” დაუზავდნენ.


მალაგა – რაიო ვალეკანო 4:0 (3:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, მორალესი, სანჩესი, არტუნეში, დარდერი (რესიო 59), კამაჩო, სამუელი (ჰორტა 61), კასტილიეხო, ხუანმი, ამრაბატი (სანტა კრუზი 77).
მწვრთნელი: ხავი გრასია

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ზე კასტრო, ამაია, ინსუა (აკინო 29), ტიტო, ტრაშორასი (ჟოზაბედი 52), ბაენა, პოზუელო (მანუჩო 60), ლიკა, კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 სამუელი (6), 2:0 დარდერი (21), 3:0 ხუანმი (45), 4:0 ამრაბატი (49 პენ.).
გაფრთხილებები: როსალესი - ბაპტიშტაო, ბაენა, ტიტო, ამაია
მსაჯი: იზკუერდო ალვარესი

ესპანიოლი – დეპორტივო 0:0

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, კოლოტო, ალვარო, ფუენტესი, ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი, კანიასი, ალექსი (კაისედო 62), მონტანესი, ლუკასი, სტუანი.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ინსუა, ლუისინიო, ხუანფრანი, მედუნჯანინი (ბერგენტინოსი 74), ვილკი, ლ.პერესი (ხ.როდრიგესი 18), კუენკა (პოშტიგა 59), ფარინა, კავალიერო.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გაფრთხილებები: ვ.სანჩესი, ალვარო – ლუისინიო, მედუნჯანინი, პოშტიგა, ინსუა
მსაჯი: ველასკო კარბალიო

სევილია – ვილიარეალი 2:1 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-4-2): ბეტო, კარისო, პარეხა, ტრემულინასი, კოკე, მ’ბია (ბანეგა 82), კრიჩოვიაკი, დეულოფეუ (ვიდალი 64), დ.სუარესი, გამეირო (ასპასი 74), ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, გასპარი, პაულისტა, კოსტა, ბრუნო, ტრიგეირასი, მ.გომესი (ჯონათან დოს სანტოსი 63), ჩერიშევი (კანი 79), უჩე (ვიეტო 66), ჯოვანი დოს სანტოსი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 ვიეტო (79), 1:1 დ.სუარესი (88), 2:1 ბაკა (93 პენ.).
გაფრთხილებები: კარისო, ტრემულინასი, მ’ბია – ჩერიშევი, მ.გომესი, მარიო, ჯოვანი დოს სანტოსი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ხეტაფე – ატლეტიკო 0:1 (0:1)

მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, ველაზკესი, ვალერა (ნალდო 43), ესკუდერო, ლასენი, ხ.როდრიგესი, ჰინესტროზა, იოდა, სამირი, ლაფიტა.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, მირანდა, სიკეირა, ხუანფრანი, კოკე, სუარესი, რ.გარსია, თურანი, გრიზმანი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: მანძუკიჩი 40.
გაფრთხილებები: ლაფიტა, ველაზკესი, სარაბია – მანძუკიჩი, მირანდა, სიკეირა
გაძევება: ალექსისი 56.
მსაჯი: მელერო ლოპესი

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”) – 7.

თეგებილა ლიგა
0.321225