ფეხბურთი

23:32 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა

საბერძნეთის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა გიორგი მერებაშვილმა. ოფიმ შინ 2:3 წააგო "ტრიპოლისთან" და ქართველმა 88-ე წუთზე თავით შეძლო გატანა, რითაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა (მერებაშვილმა წინა ტურში "პანათინაიკოსს" გასვლაზე ლამაზი გოლი "უსახხოვრა").

მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშეს "ტრიპოლისთან". ოფი მეათე ადგილზეა.

ერთიც: ოფის მწვრთნელობიდან გადადგა იტალიელი ჯენარო გატუზო.

აზერბაიჯანში ბაქოს "ინტერმა" "ნეფთჩისთან" 0:0 ითამაშა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერი კი "ყარაბახი" გახდა. კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ინტერში" ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი სასტარტოში იყვნენ, ხოლო ბაჩანა ცხადაძე მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე. გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

რუმინეთში გიორგი ჭანტურიას "კლუჟმა" გასვლაზე ქულები დაკარგა "კონკორდიასთან" – 1:1. კლუჟელთაგან პირველი ტაიმი ითამაშა გიორგი ჭანტურიამ და შეცვალეს. ჭანტურიას გუნდი მეორე ადგილზეა.

ნორვეგიაში "სტაბეკის" სასტარტოში იყო და 77-ე წუთამდე ითამაშა გიორგი გოროზიამ. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "სარპსბორგთან" მატჩში დააყენა მწვრთნელმა. გოროზია ამ ზაფხულს თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა "სტაბეკში".

კვიპროსზე "ანორთოსისმა" 1:0 სძლია "ოთელოსს". ამ შეხვედრაში ოთხმა ქართველმა ითამაშა: მასპინძელთაგან გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ, ხოლო სტუმართაგან როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ. მინდორზე არ გამოჩენილა ელგუჯა გრიგალაშვილი ("ოთელოსი").

ოთხივე ქართველი სასტარტოში იყო, მათგან მაისურაძე შეცვალეს 66-ე წუთზე. "ანორთოსისი" მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "ოთელოსი" მეთერთმეტეზე, ანუ ბოლოსწინაზე.

უნგრეთში "დიორმა" სტუმრად 2:0 მოიგო "ჰალადაშთან" და მერვე ადგილზეა. სასტარტოში იყო გიორგი ქვილითაია და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ქართული გოლი გავიდა ბელარუსში, სადაც "გომელის" მცველმა ზაზა ჭელიძემ გაუტანა "ნაფტანს". "გომელმა" 3:0 მოიგო.

0.135513