ფეხბურთი

23:02 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყოჩაღი "გლადბახი" და შეუჩერებელი "მგლები"

მიონხენგლადბახში ტურის და ვინ იცის, პირველი წრის ცენტრალური მატჩიც გაიმართა. ლუსიენ ფავრის "გლადბახმა" ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნს" უმასპინძლა და მართალია, შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაგრამ ისეთი თამაში იყო, ვერავინ მოიწყენდა. მეორე ტაიმის შუაში მანუელ ნოიერმა რაფაელს ბურთი რომ აუღო, სიტყვებით გადმოცემა ძნელია – ეს იყო სასწაული "სეივი". ნოიერმა მანამდე ჰანიც გაამწარა.

"ბაიერნს" ჰქონდა უპირატესობა და უფრო ბევრს უტევდა, თუმცა "გლადბახის" დაცვაც (შტრანცლის მეთაურობით) მშვენივრად თამაშობდა. ზოგადად, "გლადბახი" აშკარად მეორე გუნდია ამ სეზონში, რადგან "დორტმუნდმა" თავადაც არ იცის, რა სურს ბუნდესლიგაში, ფავრის შეგირდები კი სხვა დანარჩენებს ("ბაიერნის" გარდა) სჯობნიან. თუნდაც ეს თამაში რად ღირს – მწყობრად ეთამაშნენ ასეთ მონსტრს და მოგებაც შეეძლოთ.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, "ვოლფსბურგმა" შანსი არ დაუტოვა "მაინცს". სტუმართა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა სამმაგი ცვლილებითაც ვერ გამოასწორა თამაში. "მგლებმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს.

ვოლფსბურგი-მაინცი 3:0 (1:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, კროჩე, ნალდო, შეფერი, კალიჯური, დე ბრუინი (იუნგი 88), გულავოგი (მალანდა 84), პერიშიჩი (არნოლდი 70), ლუის გუსტავო, ვიერინია, ოლიჩი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი (მალი 62), ბუნგერტი, დიასი, ხარა, ჯურიჩიჩი (კუ 62), სოტო (სამპერიო 62), გაისი, ალაგუი, ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გოლები: 1:0 ნალდო (15), 2:0 პერიშიჩი (59), 3:0 კალიჯური (87)

გაფრთხილება: სოტო (26), გაისი (49), გულავოგი (63), მალი (85)

მსაჯი: ვინკმანი

გლადბახი-ბაიერნი 0:0

გლადბახი: ზომერი, დომინგესი, კორბი, შტრანცლი, ვენდტი, ჰანი (ჯონსონი 81), ჰერმანი (ტრაორე 81), კრამერი, ჯაკა, რაფაელი (თორგან აზარი 90+1), მაქს კრუზე

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (რიბერი 66), დანტე, ბენატია, ალაბა, ბერნატი, ლამი, ალონსო, გიოტცე (შაქირი 84), თომას მიულერი (პიზარო 74), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გაფრთხილება: გიოტცე (45), დანტე (47), ვენდტი (48), ბენატია (63)

მსაჯი: ცვაიერი

0.114674