მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ დი მარიამ მადრიდული კლუბი ფულის გამო დატოვა, არგენტინელმა Mirror-თან ინტერვიუში მყისიერად უპასუხა და აღნიშნა, რომ მანჩესტერში მისი გადასვლა ფულით მოტივირებული არ ყოფილა.
„მანჩესტერში სათამაშოდ ფულის გამო არ ჩამოვსულვარ! აქ ბედნიერი ვარ, რადგან გულშემატკივრის სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. კარგად ვაცნობიერებ იმასაც, რომ ვატარებ ისეთ ნომრიან მაისურს, რომელიც ჩემამდე დიდ ფეხბურთელებს ეცვათ“, - ხაზგასმით თქვა დი მარიამ.
არგენტინელი ვარსკვლავი „მანჩესტერმა“ მადრიდის „რეალისგან“ 75 მილიონ ევროდ მიმდინარე სეზონის წინ გადაიბირა.