იტალიური “რომას” მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა შესაძლოა ზამთარში კლუბი შეიცვალოს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
ინგლისელი ფეხბურთელი, იტალიას მთლად კარგად ვერ მოერგო და დიდად ბედნიერი არაა “ჯალოროსოში”. გამოცდილ მცველს, MLS-ის კლუბები: “ნიუ იორკ რედ ბულსი” და “ორლანდო სიტი” ეპატიჟებიან.
33 წლის მცველმა, “მგლების” მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა.