ფეხბურთი

16:31 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა დაშავდა

გარდა იმისა, რომ “ბარსელონამ” “ელ კლასიკო” წააგო (1:3), ამ შეხვედრაში გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა დაკარგა. მატჩის 70-ე წუთზე ლუკა მოდრიჩთან შეჯახებისას ესპანელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა.

ინიესტას სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს იგი მოედანზე გასვლას. თუმცა ამ ეტაპისთვის ის ნამდვილად ცნობილია, რომ მომდევნო შეხვედრაში ინიესტას თამაში გამორიცხულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110479