“ბაიერნის” ნახევარმცველი ჰოლანდიელი არიენ რობენი ბუნდესლიგის მე-9 ტურში “გლადბახის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ამ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს თანახმად, რობენმა “ბაიერნის” ბოლო ვარჯიში გამოტოვა, მას ბარძაყის ნერვის ანთება აქვს.
“გლადბახი”–“ბაიერნის” მატჩი 26 ოქტომბერს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.