“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ ბოლო წუთებამდე არ იცოდა რამდენ დროს გაატარებდა გუშინდელ მატჩში მოედანზე “რეალის” წინააღმდეგ (1:3).
“ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეს მატჩი. შედეგის მიუხედავად, ქულით წინ ვართ “რეალზე”. ვიცოდი, რომ 90 წუთი ვერ ვითამაშებდი. მწვრთნელთან არ მისაუბრია თუ რამდენ დროს გავატარებდი მოედანზე. მატჩამდე ნახევარი საათით ადრე გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი” - ციტირებს პორტალი Goal.com სუარესის სიტყვებს.
სუარესმა “რეალი”-“ბარსელონას” მატჩის მე-4 წუთზე ნეიმარს საგოლე პასი მისცა. ლუის ენრიკემ ბრაზილიელი მეორე ტაიმში 69-ე წუთზე პედროთი შეცვალა.