საბერძნეთის ქალაქ კატერინიში სტარტი აიღო რიგით 24-ე მსოფლიოს პირველობამ სენიორ მოჭადრაკეთა შორის.
ჩემპიონატში 40 ქვეყნის 163 მოჭადრაკე მონაწილეობს და მისი საერთო საპრიზო ფონდი 20 000 ევროს შეადგენს. ტურნირში გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოვლინდება: 50 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ, როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა შორის.
სატურნირო რეიტინგ-სიას ინგლისელი ჯონ ნანი ლიდერობს – 2602 ქულით; შემდეგ 2. მარკ ჰებდენი (ინგლისი, 2540); 3. ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი, 2531) და ზურაბ სტურუა (2523) მოდიან.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება, დასკვნითი ტური კი 4 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს სახელით სენიორთა ჩემპიონატზე ასპარეზობენ:
ზურაბ სტურუა (2523; +50)
ნონა გაფრინდაშვილი (2299; +65)
გიორგი ბიბილაშვილი (2169; +65)
ციალა ქასოშვილი (2161; +50)
ნინო მელაშვილი (2135; +50)
თამარ ხმიადაშვილი (2090; +65)
2 ტურის თავზე სტურუა 1.5 ქულით მე-15 ადგილზეა, გაფრინდაშვილი და ქასოშვილი 2-2 ქულით პირველ-მეორე პოზიციებს იყოფენ, მელაშვილი 1.0 ქულით მეათეა, ხოლო ხმიადაშვილი 0.5 ქულით 21-ეა. რაც შეეხება ბიბილაშვილს, იგი 1.0 ქულით 58-ეა.