იტალიის რანგით მე-3 ლიგა ა2 სილვერში გიგა ჯანელიძის “როზეტო” “პიაჩენტინას” ესტუმრა და მეტოქესთან, რომელსაც ასევე არცერთი გამარჯვება არ ჰქონდა, 79:85 წააგო.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:59 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ჯანელიძემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
როზეტოელები 5 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 2 ნოემბერს, შინ, “ტრევილიოსთან” ჩაატარებენ.