საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტური პარიზში დაიწყო. დღის ცენტრალური მატჩში ბლანისა და სანიოლის დუელი მასპინძელის გამარჯვებით დასრულდა. პარიზელთაგან ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა ლუკასმა, ხოლო მის ნაცვლად ცვლილებაზე გამოსულმა ლავეციმ მესამე შეაგდო, შეხვედრაც ესე დასრულდა 3:0.
ამ მოგებით “ბორდოს” გაასწრო დედაქალაქურმა კლუბმა და მხოლოდ ბიელსას გუნდს, პირველ ადგილოსან “მარსელს” ჩამორჩება.
კრიზისშია მაკელელეს “ბასტია.” ქართველი ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე სათადარიგოთა შორის არ იმყოფებოდა. ბასტიელებმა “მონაკოსთან” მეორე ტაიმის მიწურულს გაუშვეს ორი გოლი და ქულა ვერ მოიპოვეს. ამ ეტაპზე “ბასტია” 10 ქულით მე-18 ადგილზეა და ბოლო ადგილოსან “გინგამს” ერთი ქულით უსწრებს.
მუკანჯომ “რეიმსისთვის” 90-ე წუთზე გაიტანა. მატჩის ერთადერთი გოლიც სწორედ ეს იყო და “აგუსტ დელუნეს” ბინადრები გასავრდნ ზონას ოთხი ქულით უსწრებენ.
“ნანტმა” გასვლითი მატჩი “ევიანთან” მოიგო, “ბორდოს” მარცხით ისარგებლა და მესამე ადგილზე აინაცვლა, თუმცა ტურის ოთხი მატჩი დარჩენილია და შესაძლოა ცხრილში ცვლილებები მოხდეს.
“კაენმა” დუჰამელის თერთმეტმეტრიანით მოიგო “ლორიენთან.” “კაენი” მე-14, ხოლო “ლორიენი” ოდნავ ქვევით არის და მე-17 საფეხურს იკავებს.
პსჟ – “ბორდო” 3:0 (1:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ: სირიგუ, მაქსველი, ლუიზი, სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი, მოტა, ვერატი (კაბაი 58 ), პასტორე, ბაჰებეკი (ორიე 30 ), ლუკასი (ლავეცი 64 )
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი
ბორდო: კარასო, ფობერტი, იამბარე, პალოისი, პუნჯე, ბიოგო, სერტიჩი (კონტენტო 77 ), პლასილი, როლანი (კაბუნი 56 ), ტურე (სალა 56 ), ჰაზრი
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 1:0 ლუკასი (თერთმეტმეტრიანი, 45+3), 2:0 ლუკასი (თერთმეტმეტრიანი, 50), 3:0 ლავეცი (81)
მთავარი მსაჯი: ტონი შაპრონი
გაფრთხილება: მოტა (15), სირიგუ (73)
გაძევება: ვან დერ ვილი (27), ბიოგო (36)
“ბასტია” – “მონაკო” 1:3 (1:1)
ფურიანი, “არმანდ სეზარი”
ბასტია: არეოლა, პალმიერი, პეიბერნსი, სკილაჩი, დიაკიტე, ჟილე, ბუდებუზი, ონგენდა (სისე 75 ), მაბულუ, კამანო (რომარიკი 66 ), აიტი
მთავარი მწვრთნელი: კლოდ მაკელელე
მონაკო: სუბასიჩი, ფაბინიო, რაჯი, კარვალიო, ეჩიჟილე, ბაკაიოკო, კონდოგბია, დირარი, ჟერმაინი (სილვა 76 ), ტრაორე (მარტიალი 63 ), ფერეირა (ოკამპოსი 87 )
მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი
გოლები: 0:1 ჟერმაინი (5), 1:1 მაბულუ (22), 1:2 კონდოგბია (78), 1:3 ფერეირა (85)
მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე
გაფრთხილება: პალმიერი (36), რაჯი (38), მაბულუ (86), ბაკაიოკო (90+1), დიაკიტე (90+1)
“კაენი” – “ლორიენი” 2:1 (1:1)
კაენი, “მიშელ დ’ორნანო”
კაენი: ვერკუტრი, იმორუ, მუსავუ-კინგი, და სილვა, კალვე, ფერეტი, კანტე, ბაზილე, ლემარი (რასპენტინო 41 ), ნანგისი (ადეოტი 78 ), დუჰამელი
მთავარი მწვრთნელი: ჟარანდე
ლორიენი: ლეკომტე, გასამა, კონე, ბელუგა, გერეირო, ჟუფრე, აბდულაჰი, მოსტეფა (მესლუბი 64), სუნუ (ლავინე 66 ), აეუ, ჟენოტი (რობერტი 77 )
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
გოლები: 1:0 ნანგისი (3), 1:1 აეუ (თერთმეტმეტრიანი, 24), 2:1 დუჰამელი (თერთმეტმეტრიანი, 53)
მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი
გაფრთხილება: და სილვა (24), გერეირო (26), მოსტეფა (28), გასამა (84)
“ევიანი” – “ნანტი” 0:2 (0:1)
ანესი, “პარკ დე სპორტი”
ევიანი: ჰანსენი, საბალი, მენსა, მონგუნგუ, აბდალაჰი, ტეიედა (სორლინი 46 ), კონე (სუგუ 56 ), ნინკოვიჩი, ვასი, ბარბოსა, ბრუნო (კამუსი 78 )
მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი
ნანტი: რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინაუ, გომისი (დუქსი 86 ), ჰანსენი, გაკპე (შეჩტერი 87 ), ვერეტუტი, ბესა (ილოკი 73 ), ბამუ
მთავარი მწვრთნელი: ზაქარიანი
გოლები: 0:1 ვერეტუტი (თერთმეტმეტრიანი, 42), 0:2 ბამუ (75)
მთავარი მსაჯი: სტეფან ლენო
გაფრთხილება: ტეიედა (18), გომისი (27), მონგონგუ (42), ბამუ (57)
“რეიმსი” – “მონპელიე” 1:0 (0:0)
რეიმსი. “აგუსტ დელუნე”
რეიმსი: პლასიდე, შარბონერი (კა 86 ), კონტე, დევუ, დიეკო (მუკანჯო 76 ), ფოფანა, ფორტესი, ნ’გოგი (დე პრევილე 56 ), ონიანგუ, სინორინო, ტაკალფრედი
მთავარი მწვრთნელი: ვასეუ
მონპელიე: ჟურდრენი, დეპლანე, ჰილტონი, ელ კუტარი, ტიენე, მარვუა, საიჰი, მარტინი (დეზა 89 ), სანსონე, ბერიგადი (კამარა 77 ), მუნიე (მონტანო 84)
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
გოლი: 1:0 მუკანჯო (90)
მთავარი მსაჯი: ბენოი მილო
გაფრთხილება: დევუ (26), კონტე (54) მუკანჯო (90+1)