იტალიის სერია ა-ს მორიგი ტური ემპოლიში მოულოდნელად დაიწყო. მაურიციო სარის ფეხბურთელებმა, პირველი ტაიმის მიწურულს, 16 წუთიან მონაკვეთში ოთხი გოლი გაუშვეს, საპასუხოდ კი ერთიც ვერ გაიტანეს.
“კარლო კასტელანის” ბინადრებს ვერც ქართველმა ფორვარდმა უშველა. ამჯერად მჭედლიძეს მეტი სათამაშო დრო მიეცა, რაც შესაძლოა თამაშის სურათიდანაც გამომდინარეობდა, მასპინძლებს გოლი ძალიან სჭირდებოდათ.
68-ე წუთზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად მჭედლიძე გამოვიდა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
“პარმასა” და “სასუოლოს” შეხვედრაში შეტევის ბოლო ფაზაში სტუმრები ზუსტად მოქმედებდნენ. დი ფრანჩესკო, რომლის შვილი “პარმას” საკუთრებაა, ნიჭიერი მწვრთნელის შთაბეჭდილებას ტოვებს.
გასულ ტურებში, განსაკუთრებით კი “იუვენტუსთან”, რეჯო ემილიურმა გუნდმა დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, რამაც შედეგი გამოიღო. პირველადგილოსანმა ტურინულმა გუნდმა მხოლოდ დი ფრანჩესკოს გუნდთან დაკარგა ქულები, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია.
საგოლე პასის გარდა გოლის გატანაც შეძლო ალჟირელმა ტეიდერმა. “ინტერის” საკუთრებაში მყოფი შემტევი “სასუოლოსთვის” დიდი ძალაა, რაც ყველაზე კარგად დღეს, “ენიო ტარდინიზე” გამოჩნდა.
კიდევ ერთი იტალიური გრანდიდან, ტურინის “იუვენტუსიდან” ინათხოვრეს დომენიკო ბერარდი, რომელიც სიმონე ზაზასთან ერთად ორი გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. ძლიერი კლუბებიდან ფეხბურთელების იჯარით აყვანა სწორი პოლიტიკის ნიშანია.
ტეიდერის გოლამდე “სასუოლოსთვის” ფლოკარიმ და აკერბიმ გაიტანეს. ფლოკარი “ლაციოს,” ხოლო აკერბი “მილანის” ყოფილი ფეხბურთელია, რაც მათ გამოცდილებაზე მიუთითებს. მთავარი მწვრთნელის, დი ფრანჩესკოს როლი მათი გამოცდილების სწორად გამოყენებაა.
დღის ცენტრალური მატჩი “სამპდორიასა” და “რომას” შორის ფრედ 0:0 დასრულდა.
გოლის გატანის შანსი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ, თამაშმა მაღალ ტემპში ჩაიარა და ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მშვენიერი საყურებელი იყო, “ელ კლასიკოს” შემდეგ გენუური მატჩის ყურება ურიგო არ იქნებოდა.
“ემპოლი” – “კალიარი” 0:4 (0:4)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
ემპოლი: ბასი, რუი, რუგანი, ტონელი, ჰისაი, კროკე, ვალდიფიორი, ვეცინო (მორო 46 ), ვერდი (პუკარელი 46 ), მაკარონე (მჭედლიძე 68 ), ტავანო
მთავარი მწვრთნელი: მაურიციო სარი
კალიარი: კრანო, ბალზანო, როსეტინი, კაპუანო, აველარი, დონსა, კრისეტიგი, ეკდალი (დესენა 65 ), იბარბო, საუ (ფარიასი 74 ), კოსუ (ჟოაო 82 )
მთავარი მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
გოლები: 0:1 საუ (31), 0:2, 0:3 აველარი (36, პენ 38), 0:4 ეკდალი (45+2)
მთავარი მსაჯი: ლუკა პაირეტო
გაფრთხილება: ვალდიფიორი (37), კრისეტიგი (52), მორო (63), ფარიასი (86)
“პარმა” – “სასუოლო” 1:3 (0:2)
პარმა, “ენიო ტარდინი”
პარმა: მირანტე, ფელიპე, ლუკარელი, მენდესი (კოდა 46 ), გობი, მაური, აკუა (რისტოვსკი 76 ), რისპოლი, დე შელიე (გეზალი 63 ), სოუზა, კასანო
მთავარი მწვრთნელი: რობერტო დონადონი
სასუოლო: კონსილი, ტერანოვა, აკერბი, პელუზო, ვრსალიკო, ტეიდერი, მანანელი (ბრიგი 79 ), მისიროლი, ბერარდი (ბიონდინი 77 ), ფლოკარი (პავოლეტი 69 ), სანსონე
მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 ფლოკარი (20), 0:2 აკერბი (23), 0:3 ტეიდერი (52)
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
გაფრთხილება: მენდესი (23), ვრსალიკო (25), დე შელიე (40), ლუკარელი (45), აკერბი (58), რისტოვსკი (90+4)
“სამპდორია” – “რომა” 0:0
გენუა, “ლუიჯი ფერარი”
სამპდორია: რომერო, რეჯინი (მესბა 68 ), რომანოლი, კასტალდელო, დე სილვესტრი, ობიანი, პალომბო, სორიანო, ედერი (რიცო 83 ), გაბიდინი (ბერგესიო 86 ), ოკაკა
მთავარი მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი, ფლორენცი (იტურბე 83 ), დე როსი, ნაინგოლანი, ლიაიჩი (პიანიჩი 72), ტოტი (დესტრო 78 ), ჟერვინიო
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
გაფრთხილება: დე როსი (28), სორიანო (36), ასტორი (59), ჰოლებასი (69), პალომბო (90)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს და კოუტინიო ორი ჩო*ლარი
ესეც ლიგის მოსაგებად რო წავიდა ლივერპულიდან კოუტინიოს მსგავსად საყეეთი