ფეხბურთი

1:49 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე თარხნიშვილი – კვლავ ჩემპიონი ლატვიაში

"ვენტსპილსი", სადაც 24 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი თამაშობს, ზედიზედ მეორედ გახდა ლატვიის ჩემპიონი. თარხნიშვილი წინა სეზონშიც ამ გუნდში გახლდათ, ანუ ზედიზედ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა.

"ვენტსპილსმა" უახლოეს მდევარ "სკონტოს" სტუმრად 4:2 სძლია და ორი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"სკონტოს" მწვრთნელი, როგორც იცით, თამაზ პერტიაა, ხოლო გუნდში თამაშობენ 19 წლის ლაშა დვალი და 26 წლის ირაკლი კლიმიაშვილი. ისინი ხსენებულ მატჩშიც სასტარტოში იყვნენ და ბარემ ვთქვათ, რომ დვალმა და თარხნიშვილმა გაფრთხილებები მიიღეს.

ისე, სეზონის უმეტეს პერიოდში პერტიას გაწვრთნილები ლიდერობდნენ, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, ბოლომდე ვერ შესძლეს გაძლება – "სკონტოდან" რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123614