ნიკა ძალამიძემ საგოლე პასი გააკეთა "პიასტი"-"იაგელონიას" შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს. ქართველმა ნახევარმცველმა კარგი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე. ნიკა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. საინტერესოა, "იაგელონია" ლიდერია 13 ტურის შემდეგ.
იტალიაში "ემპოლიმ" შინ 0:4 წააგო "კალიარისთან" და მე-14 ადგილზეა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ემპოლელთა ფორვარდი ლევან მჭედლიძე 68-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ირაკლი შეყილაძე კი კვლავაც განაცხადს მიღმა დარჩა.
ჰოლანდიაში "ვიტესმა" შინ 2:2 ითამაშა "ბრედასთან" და მეშვიდე ადგილზეა. ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო 25 წუთი ითამაშა, ხოლო გურამ კაშია სათადარიგო იყო – ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და ამდენად, მწვრთნელი მოერიდა მის დატვირთვას.
პორტუგალიაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" გასვლაზე 0:2 წააგო "მორეირენსესთან" და ბოლო ადგილზე რჩება. ავთოს გუნდს 8 ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში გახლდათ და 70-ე წუთზე გაიყვანეს.
ბელგიაში "გენკმა" სტუმრად 1:0 აჯობა "ვაასლანს" და მეხუთეზეა. 18 კაცს შორის გამოჩნდა ლუკა ზარანდია, თუმცა მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა სკამზევე დატოვა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის რამდენიმე დღეში ჩავა ბელგიაში და ჯერ სარეზერვო გუნდში გაირჯება.
აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" შინ 4:0 სძლია არაზ-ს და მეშვიდე ადგილზეა. არაზ-ში მეორე ტაიმი ითამაშა დავით ჯანელიძემ. ლაშა კასრაძის აზალ-მა კი შინ 0:1 წააგო "ბაკისთან" და ბოლოსწინა პოზიციაზეა.
ფინეთში ირაკლი სირბილაძის "ინტერი" შინ 0:1 დამარცხდა "იაროსთან" და ბოლოდან მეოთხე პოზიციაზეა. სირბილაძემ 90 წუთი გაატარა მინდორზე. ეს ფინეთის ჩემპიონატის ბოლო ტური იყო...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კალაძე გაიღვიძე ტრენერი გვინდა. დღეს ჩვენი რაგბისტები გალახავენ ღრუსებს. ყაზახეთანდე 17 დღე.გაფართოებული 40 კაციანი სიის ჩემი ვარიანტი. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/