საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების უმძიმესმა წევრმა (+100 კგ) გუგა კიბორძალიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და უმაღლეს ტიტულს ორი გამარჯვება აშორებს. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გურამ თუშიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
კიბორძალიძემ ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. კანადელი ნარტინ რიგიელსკი, სერბი ზარკო ცულუმი და ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდი იპონ-იპონ ჩამოიშორა და ნახევარფინალში უკრაინელ ანტონ რუდნიკს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის ერთმანეთს კიდევ ერთი უკრაინელი იაკივ ხამო და მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი დაუპირისპირდებიან.
გურამ თუშიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, იაპონელ რიუტარო გოტოსთან ოთხი გაფრთხილებით წაგებით. იქამდე საუდის არაბეთის ნაკრების წევრ სულთან მანიას და ავსტრიელ მაქსიმილიან ჰაგენედერს სუფთა გამარჯვებებით გასცდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში თუშიშვილის მეტოქე ყაზახი ნურიმ სალიმგერეიევი იქნება.
დღესვე მაიამურ ტატამზე საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ელენე ქებაძეც გავიდა, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა ეკვადორელ მერლინ ვივეროსთან.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით ღამის პირველი საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზაზა ყველა მატჩში არიგებს პასებს.
ცოტა დააკლდათ მოგებას. 7 ქულასაც იგებდნენ ბოლოსკენ
ზაზას წარმატებები,მილუოკი პლეიოფში.ეს შავკანიანი ბერძენიც კარგი მოთამაშე უნდა დადგეს წესით და რიგით.ასეა ეს.
ანტეტოკუნმპო მეც მაგრა მომწონს
წელს უდავოდ კარგი სეზონი აქვს და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს