ფეხბურთი

21:02 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი გულშემატკივრებს დროს სთხოვს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “ბორდოსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალი მეტოქის შესახებ და “პსჟ”-ს მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვთამაშობთ ისე, როგორც გასულ სეზონში, ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა არ იმყოფება კარგ სათამაშო ფორმაში, მაგრამ ვფიქრობ, გულშემატკივართა შიში ნაადრევია. უმჯობესი იქნება თუ სეზონის ბოლოს დაველოდებით და დასკვნებს შემდეგ გამოვიტანთ” – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა.

“პარი სენ ჟერმენს” ლიგა 1-ში 10 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და “ბორდოსთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ლიდერ “მარსელს” კი 7 ქულით ჩამორჩება.

გიორგი მელქაძე

0.117604