ფეხბურთი

19:26 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შემადგენლობები ცნობილია: სუარესი სასტარტოშია

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა “რეალისა” და “ბარსელონას” შემადგენლობები დამდეგი “ელ კლასიკოსთვის”.

მადრიდელთა რიგებში არაფერი მოულოდნელი არაა, ხოლო კატალონიელთა რიგებში ორი რამაა გამოსარჩევი, ძირითადში იწყებს ლუის სუარესი, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად ითამაშებს ოფიციალურ დონეზე და “ბლაუგრანას” რიგებში დებიუტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ექნება. ასევე საინტერესოა, რომ ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა ხორდი ალბა და მარცხენა ფლანგზე ჟერემი მატიე გაამწესა.


რეალი (4-4-2): კასილასი, კარვახალი, მარსელო, რამოსი, პეპე, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიე, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თეგებიელ კლასიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12101