ფეხბურთი

19:27 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი შეტევაზე გადავიდა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელიც ლიცენზიის არქონის გამო სამთვიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი, ფრანგულ გამოცემა “ლე ფიგაროს” ესაუბრა.

ზიდანის თქმით, მას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებსაც პოპულარობის მოპოვება სურთ და ამისთვის იდეალური გზა იპოვნეს.

“ვინც მე მაკრიტიკებს, ცდილობს, რომ პოპულარული ჩემს ხარჯზე გახდეს. ჩემს მდგომარეობაში ბევრი სხვა სპეციალისტიც არის, მაგრამ მათზე არავინ ლაპარაკობს” – განუცხადა 1998 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ “ლე ფიგაროს”.

ზინედინ ზიდანი გასულ სეზონში “რეალში” კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, წელს კი “კასტილიის” გუნდის მთავარ მწვრთნელად გადაიყვანეს.

გიორგი მელქაძე

0.112863