“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელს ლუის ვან გაალს გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. როგორც “დეილი მირორი” გვამცნობს, ვან გაალის სასურველი ფეხბურთელი – ეზეკიელ გარაია.
იმავე “მირორის” ცნობით, ვან გაალს ოთხშაბათს ლევერკუზენში ფეხბურთელზე დასაკვირებლად სკაუტებიც ჰყავდა გაგზავნილი.
28 წლის გარაი ამჟამად სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ღირსებას იცავს, სადაც წელს გადაბარგდა, მანამდე კი სახელი ლისაბონის “ბენფიკაში” თამაშით გაითქვა.
გიორგი მელქაძე