კალათბურთი

16:33 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი: “კლივლენდ კავალიერსს” ვულიდერებ”

ოთხწლიანი განშორების შემდეგ “კლივლენდ კავალიერსში” დაბრუნებული ლებლონ ჯეიმსი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის და ამბობს, რომ გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.

Sky Sports-თან საუბრისას ჯეიმსმა განაცხადა: “ვიცი თუ როგორი რთულია გახდე ჩემპიონი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ორჯერ მოვიგე სუპერფინალი და ორჯერ წავაგე. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, შევეცდები“კლივლენდ კავალიერს” ვულიდერო.”

ლებრონ ჯეიმსი ამ ზაფხულს დაბრუნდა “კლივლენდ კავალიერსში”, სადაც 2003-2010 წლებში თამაშობდა. მეფემ ოთხი სეზონი “მაიამი ჰიტში” გაატარა და გუდთან ერთად ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. ლებრონი შარშანდელ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 27.1 ქულას, 6.9 მოხსნას და 6.4 პასს აგროვებდა.


0.119127