ფეხბურთი

16:31 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” და “ინტერი” ერთმანეთს მოედანს მიღმაც უპირისპირდებიან

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის “იუვეს” მოძულე მეტოქის, მილანის “ინტერის” შესახებაც და დასძინა, რომ მასიმო მორატიმ “ინტერის” ისტორიაში ერთი ისეთი სკუდეტო დატოვა, რომელიც მათ საერთოდ არ მოუგიათ.

“მგონია, რომ მორატის “ინტერთან” დიდი სიყვარული აკავშირებდა, ისეთი სიყვარული, რომ მან კლუბს ერთი სკუდეტო ისე მოუტანა, რომელიც მათ არასდროს მოუგიათ” – განაცხადა ანიელიმ.

საუბარი ეხება 2006 წლის ცნობილი “კალჩოპოლის” მოვლენებს, როდესაც სკუდეტო “იუვეს” ჩამოართვეს და “ინტერს” გადასცეს.

ანიელის სიტყვებზე პასუხი არც “ინტერმა” დააყოვნა, კლუბმა ოფიციალური განცხადება თავის საიტზე გამოაქვეყნა:

“მილანის “ინტერნაციონალე” პასუხობს პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ახალ შემოტევას – სამწუხაროდ, 2006 წლის მოვლენები კატასტროფული იყო ანიელისთვის და სამარცხვინო მთლიანად იტალიისთვის. FIGC-იმ სკუდეტო 2006 წელს “ინტერს” დამსახურებულად გადასცა. “იუვენტუსი” კი დამსახურებულად დააქვეითა სერია ბ-ში თავისი რეპუტაციის გამო” – ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე.

“იუვენტუსსა” და “ინტერს” შორის თბილი დამოკიდებულება არასდროს სუფევდა, მაგრამ 2006 წლის მერე მდგომარეობა განსაკუთრებით გამძაფრდა.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113805