არნემის “ვიტესის” მთავარი მწვრთნელის პეტერ ბოშის განცხადებით, გურამ კაშიას სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს.
ტრავმამოშუშებული ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის ერედივიზიონის მომდევნო ტურში “ბრედასთან” მატჩში გუნდს დაუბრუნდება, მაგრამ სათადარიგო იქნება.
“გურამი 5 კვირა არ იყო და ახლა ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა. ეს ჩემთვის მიზეზია, რომ გუნდთან ერთად იყოს, მაგრამ იმის მიზეზი არაა, რომ სასტარტოში დავაყენო. ის ძალიან დიდ ხანს გვაკლდა. კაპიტნობა ყოველთვის თამაშის გარანტია არაა, რადგან გუნდში სხვა ფეხბურთელებიც არიან. სასტარტოში მოსახვედრად მუშაობაა საჭირო, როგორც ამას გურამი აკეთებს” - იუწყება soccernews.nl-ი ბოშის სიტყვებს.
კაშიას არყოფნაში “ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში არნოლდ კრეისვეიკი თამაშობდა.