ფლორენციის “ფიორენტინას” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხუან კუადრადო “იებში” რჩება. ფეხბურთელმა უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2019 წლის ზაფხულში გაუვა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმა ალესანდრო ლუჩიმაც დაადასტურა.
“დიახ, კუადრადო “ფიორენტინაში” 2019 წლამდე დარჩება. ორივე მხარე ამ ფაქტით გახარებულია” – განუცხადა ლუჩიმ რადიო “ბლუ”-ს.
კუადრადო ახალი კონტრაქტის თანახმად წელიწადში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც პრემიებიც დაემატება.
ამ ზაფხულს კოლუმბიელ ფეხბურთელზე სატრანსფერი ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო, რადგან ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
გიორგი მელქაძე