დღეს, ესპანეთში დიდი მატჩია. მადრიდში “ელ კლასიკო” გაიმართება. “ბლანკოსის” იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ესპანურ გამოცემას ესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ის “ბარსელონაში” სამუშაოდ არასდროს გადავა.
იტალიელის თქმით, მისი მხრიდან ეს საქციელი “რეალის” ისტორიის უგულებელყოფა იქნებოდა.
“ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კლუბებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ “ბარსელონაში” არასდროს გადავალ სამუშაოდ. პატივს ვცემ იმ კლუბის ისტორიას, სადაც ახლა ვმუშაობ. მეტიც, დიდი სიამოვნებით დავასრულებდი სამწვრთნელო კარიერას მადრიდში” – განაცხადა ანჩელოტიმ “კადენა სერ”-თან საუბრისას.
კარლო ანჩელოტი “რეალს” 2012 წლიდან უდგას სათავეში. გასულ სეზონში კი გუნდს 12 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
გიორგი მელქაძე